K A V K A Z

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » K A V K A Z » ТЕКСТЫ ПЕСЕН » ქართული სიმღერე&


ქართული სიმღერე&

Сообщений 1 страница 8 из 8

1

[взломанный сайт]

[color=EE2C2C]გიორგი ცაბაძე

ჩვენო თბილის ქალაქო

შენი გულის ძგერა მესმის
მთაეწმინდაზე შენთან ერთად ვმაღლდები
ვიცი რაზეც ჩურჩულებენ
შენი თბილი სახლები
შენი ძველი ქუჩები და
შენი ედემ-ბაღები.
შენ ისეთი ლამაზი ხარ,
ავ თვალს არ ენახვები.

ჩვენო თბილის-ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არ მინდა რა.

ვიცი როგორ გაჩნდი ქვეყნად,
კარგად ვიცი, რა ქარცეცხლში გივლია.
ისიც ვიცი - ჯვარზე გაკრულს,
რომ არ დაგიჩივლია.

შვილთა შენთა სიყრმეს ლოცავს
თამარი და ილია.
შენთვის ცოცხლობს ყველა ვინც კი
შენი გამოზრდილია.

ჩვენო თბილის-ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არ მინდა რა.

ვხარობ შენი დღე რომ არის,
მუმლი-მუხას ვხედავ რომ ვერ გერევა,
კარგად ვიცი მეგობარი
მტერში რომ არ გერევა.
ფიანდაზად გვიშლი ჩეროს
და გალობით გვაფხიზლებ,
ფეხზე დგება საქართველო
შენი გულის ძახილზე.

..ჩვენო თბილის-ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არ მინდა რა.

[/color]

Отредактировано eshmakuna (2009-03-25 12:28:12)

0

2

[взломанный сайт]

[color=00FA9A]სულიკო

საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა... თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.

სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“

დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით
„შენ ხომ არა ხარ სულიყო?!“

დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა:

„ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!

„სამად შექმნილა ის ერთი
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.

მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩვი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!
[/color]

Отредактировано eshmakuna (2009-03-25 12:29:16)

0

3

[взломанный сайт]

[color=CD0000]სიმღერა თბილისზე

ნეტავ სად არის კიდევ ცა,
უძიროდ ლურჯი, ხალასი,
სწორედ ისეთი, როგორც შენია.
ნაიარევი წარსული,
ნანგრევი ნარიყალასი,
ჭაღარასავით შემოგრჩენია.

თბილისო - მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა,
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა.

ჩაივლი მტკვართან ხეივანს
და გაზაფხულის მაყრები
მეგებებიან მწვანე ჭადრები.
აქ არ იმღერო, ძნელია,
აქ ხომ ვერხვებიც მღერიან
და ცაც ფირუზზე ლურჯი ფერია.

თბილისო - მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა,
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა.
[/color]

Отредактировано eshmakuna (2009-03-25 12:30:15)

0

4

[взломанный сайт]

[color=8B0000] დათო ხუჯაძე

მახინჯი ვარ

მახინჯი ვარ, მაგრამ შენთვის გავკარგდები,
გენაცვალე, მხოლოდ შენ ერთს გენაცვალე.

ერთხელ მაინც მეგობრულად გამიღიმე
შუბლი გახსენ ეგ სიბრაზე მოიცილე
არწივივით მუდამ თავს რომ დამტრიალებ
გენაცვალე მხოლოდ შენ ერთს გენაცვალე.

გიშრის თვალებს, ბროლის კბილებს, ლალის ბაგეს
გავეცალე რის გულისთვის გავეცალე
მახინჯი ვარ მაგრამ შენთვის გავკარგდები,
გენაცვალე, მხოლოდ შენ ერთს გენაცვალე.

მახინჯი ვარ, მაგრამ შენთვის გავკარგდები,
გენაცვალე, მხოლოდ შენ ერთს გენაცვალე.

მახინჯი ვარ, მაგრამ შენთვის გავკარგდები,
გენაცვალე, მხოლოდ შენ ერთს გენაცვალე.

[/color]

Отредактировано eshmakuna (2009-03-25 12:31:03)

0

5

[взломанный сайт]

[color=FF6A6A]ია ჩანტლაძე

არ მიყვარხარ

უშენობამ ჩამოთოვა შენზე ფიქრები
დავიღალე ისევ მარტო ვიქნები
გაზაფხულის სასწაული აღარ მოხდება
ნაღვლიანი დაისვენებს ჩემი ოცნება.

უსაშველო მოლოდინით აღარ ვივსები
წამებს გაჰყვა გუშინდელი ნისლები
ქარიანი ღამეები ვეღარ შემაკრთობს
თითქოს ეს გზა შორეულ სიზმრად მენახოს.

მისამღერი:
არ მიყვარხარ, არ მიყვარხარ, არ მიყვარხარ,
მოგონება ჩემს ფიქრებში გაიფანტა
არ მიყვარხარ, რა ხანია არ მიყვარხარ
ქარი ჩემს ცრემლს ვერასოდეს დაინახავს.

დავივიწყებ მარტოობის სევდის ნაპირებს
უსასრულო ლოდინს მე არ ვაპირებ
ოცნებები ფიფქებივით მალე დნებიან
სადღაც შორს კი იმედები ისევ ჩნდებიან.

მისამღერი:
არ მიყვარხარ, არ მიყვარხარ, არ მიყვარხარ,
მოგონება ჩემს ფიქრებში გაიფანტა
არ მიყვარხარ, რა ხანია არ მიყვარხარ
ქარი ჩემს ცრემლს ვერასოდეს დაინახავს.
[/color]

Отредактировано eshmakuna (2009-03-25 12:32:09)

0

6

[взломанный сайт]

[color=334466]ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო

ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო
გული საგულედან ლამის ამომენთოს
შენი ბაღის კიდე, ხავსიანი ეზო
ძველი ჯაჭვის ხიდი არ მოშალო ღმერთო
მომენატრე ძლიერ, გეფერები ბევრსო
ძველებურად მშვიდად თვლემს ბავშვობის ეზო
შემოვივლი გელათს, სათაფლიის მთებსო
რიონის პირს ჩუმად, უხმოდ დავღვრი ცრემლსო

მისამღერი:
ცა, ოცნებებით ავსებული ცა
ყვავილებით დაფენილი გზა
რა ვინატრო, რა ვისურვო სხვა
მზე, მზე დაგნათის სიხარულის მზე
ოცნებებით ანთებული დღე
ერთადერთო ჩემო სიცოცხლე.

ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო
გული საგულედან ლამის ამომენთო
ცისფერს შემოვავლებ ბაფთას ნატვრის ხესო
შენ გიმღერებ ისევ გიორგობის თვესო.

მისამღერი:
ცა, ოცნებებით ავსებული ცა
ყვავილებით დაფენილი გზა
რა ვინატრო, რა ვისურვო სხვა
მზე, მზე დაგნათის სიხარულის მზე
ოცნებებით ანთებული დღე
ერთადერთო ჩემო სიცოცხლე.
[/color]

0

7

[взломанный сайт]

[color=337799]იავნანა

იავნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო.
დაიძინე პაწაწინავ  იავ-ნანინაო,
პაწაწინა იადონო და ვარდის კონაო,
დღეს ხომ კარგად გაიგონე, ჩემი ნანინაო?

და თუ კარგად გაიგონე,ხომ მოგეწონაო?
მაშ ნუ გაიავს! გაიღვიძე! იცან ქვეყანაო!
შენც შეიტყვე ამა სოფლის ცრუ გამოცანაო!
იავ-ნანა,ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო.   
[/color]

Отредактировано eshmakuna (2009-05-25 13:27:57)

0

8

[взломанный сайт]

[color=4499]ნინი ბადურაშვილი

რად მენატრები?

იმ ღამეს რათომც მომერია სევდა
ვერსად დავემალე ყველგან თან დამსდევდა,
ამ ღამეს მიხვდი რომ შენ გნატრობდა გული
მონატრება თუ სიყვარული.

მისამღერი:
რატომ? რატომ? რად მენატრები?
მე გაჩუქე, შენ  გაჩუქე  ჯადოსნური ზღაპრები.
მე შენზე  ვფიქრობ  შენზე  ფიქრით  ვთბები.
რატომ? რატომ? რად მენატრები?

იმ ღამეს გნატრობდი ფიქრში დამათენდა
მოდიოდა წვიმა ქარის არ გაჩერდა,
არ მესმის შენს გულში რა ტრიალებს ნეტავ
და ხმამაღლა თქმას მე ვერ გავბედავ.

მისამღერი:
რატომ? რატომ? რად მენატრები?
მე გაჩუქე, შენ გაჩუქე ჯადოსნური ზღაპრები.
მე შენზე ვფიქრობ შენზე ფიქრით ვთბები.
რატომ? რატომ? რად მენატრები?

არ მესმის შენს გულში რა ტრიალებს ნეტავ
და ხმამაღლა თქმას მე ვერ გავბედავ.

მისამღერი:
რატომ? რატომ? რად მენატრები?
მე გაჩუქე, შენ გაჩუქე ჯადოსნური ზღაპრები.
მე შენზე ვფიქრობ შენზე ფიქრით ვთბები.
რატომ? რატომ? რად მენატრები?
რატომ? რატომ? რად მენატრები?
მე გაჩუქე, შენ გაჩუქე ჯადოსნური ზღაპრები.
მე შენზე ვფიქრობ შენზე ფიქრით ვთბები.
რატომ? რატომ? რად მენატრები?

იმ ღამეს რათომც მომერია სევდა...
[/color]

СЛУШАТЬ ЗДЕСЬ

0


Вы здесь » K A V K A Z » ТЕКСТЫ ПЕСЕН » ქართული სიმღერე&